weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

კახეთი-იონს „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები ესტუმრნენ

23:44 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018

ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. ორგანიზაციის მიზანი ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ 2009 წელს დაფუძნდა და თბილისსა და რეგიონებში დღეისთვის 600-მდე ქალბატონს აერთიანებს. კლუბის წევრების მიზანია ძუძუს კიბოს და პრევენციული კვლევების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება. ამ მიზნების მისაღწევად კლუბი შეხვედრებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ატარებს.

კლუბის წევრებს სურთ, რომ მათი წარმომადგენლობა კახეთშიც იყოს, რათა ძუძუს სიმსივნით დაავადებულმა ქალბატონებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია დაავადების შესახებ, გაეწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება, ჩაუტარდეთ ტრენინგები, რაც მათ აქტიური ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარება.

ჩვენი კლინიკა გვერდში უდგას „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ ასეთი პერსპექტიული და სასიკეთო პროგრამის განხორციელებაში.

 

[R] „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]